პრობლემურია 3 პაციენტი, ერთ-ერთი მათგანი 80 წელს გადაცილებულია – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებული ქალბატონია, რომელსაც, ამასთანავე, ეზუგბაიას თქმით, ნევროლოგიური დაავადებაც აქვს.

„31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური. მათ, გარკვეულწილად, რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის ერთი პაციენტი, რომლის ასაკიც არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება – მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთ-ერთს ჰიპერტონული დაავადება აღენიშნება, მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.