რა შედეგს უწინასწარმეტყველებს ოსკარზე უცხოური პრესა კულუმბეგაშვილის „დასაწყისს“

პუბლიკა

ოსკარის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის მოკლე სია 9 თებერვალს გახდება ცნობილი. მოკლე სიაში კინოაკადემია 15 ფილმს დაასახელებს. რიგით 93-ე დაჯილდოებაზე საქართველომ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი – „დასაწყისი“ წარადგინა.

საქართველომ ოსკარის ნომინაცია მხოლოდ ერთხელ მიიღო – 1997 წლის დაჯილდოებაზე ფილმით „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე). 2014 წელს კი მოკლე სიაში ერთდორულად ორი ქართული კოპროდუქცია მოხდვა – ესტონეთის სახელით წარდგენილი „მანდარინები“ და საქართველოს სახელით წარდგენილი გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“; საბოლოოდ ოსკარის ნომინაცია ზაზა ურუშაძის ფილმმა მიიღო.

ტრადიციულად, საერთაშორისო პრესა ცდილობს, წინასწარ გამოიცნოს, თუ რომელი ფილმი მოხვდება მოკლე სიაში, ან მიიღებს ნომინაციას. მაგალითად, ამერიკულმა გამოცემა Indiewire-მა უკვე დაასახელა ის 15 კანდიდატი, რომლებიც, შესაძლოა, ოსკარის მოკლე სიაში მოხვდნენ. მათ შორის „დასაწყისიც“ მოხვდა:

„მაშინ, როდესაც ფილმი უკიდურეს სისადავეს აღწევს 35 მილიმეტრიანი ფირითა და გრძელი, გაუჭრელი კადრებით, რაც ზოგიერთი მაყურებლისთვის, შეიძლება, მტანჯველი იყოს, „დასაწყისი“ არის შესანიშნავად დამონტაჟებული, ხშირად შოკისმომგვრელი პერსპექტივით – ისეთი, როგორიც გააოცებდა აღმასრულებელ კომისიას“, – წერს Indiewire.

გამოცემა Gold Derby-მ კი, რომელიც სხვადასხვა დაჯილდოების პროგნოზებს პერიოდულად აქვყენებს, „დასაწყისი“ „ძლიერ პრეტენდენტთა“ ნუსხაში შეიყვანა.

გამოცემა The Film Stage-მა კი კულუმბეგაშვილის დებიუტი 2020-21 წლების 40 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

ფილმი გამოცემა The Playlist-ის სამეულში ვერა, მაგრამ პირველ თექვსმენტეულში მოხვდა.

„ეს ფილმი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ავთენტური კინოს წუთები, რომელიც ეკრანს აალებს“, – ასე აღწერა ფილმი იტალიელმა კინორეჟისორმა ლუკა გუადანინომ.

მას შემდეგ, რაც „დასაწყისი“ კანის კინოფესიტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა, ფილმმა ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, სურათი ასევე ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის რჩეულიც გახდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „დასაწყისის“ ონლაინპრემიერა საერთაშორისო პლატფორმა Mubi-ზე 29 იავარს შედგება.