რა შეუძლიათ გააკეთონ მგზავრებს კორონავირუსისგან თავის დასაცავად - რეკომენდაციები

პუბლიკა

რა შეუძლიათ  გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებს ახალი კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად? – ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს.

რეკომენდაციები ვუჰანში (ჩინეთი) წამსლველთათვის:

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;
  • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;
  • ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება;

მაშინ:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;
  • აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;
  • არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;
  • დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:

15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;