შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს წარადგინა, დღეიდან, 11 მაისიდან ქვეყანა მეორე ეტაპზე გადავიდა.
დღეიდან, 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:
► სრულად გაიხსნა მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება [ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება];
► გაიხსნა ყველა სახის წარმოება;
► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;
► ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები [სრულად];
►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული.
ამავე თემაზე: