რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

პუბლიკა

შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს წარადგინა, დღეიდან, 11 მაისიდან ქვეყანა მეორე ეტაპზე გადავიდა.

დღეიდან, 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

► სრულად გაიხსნა მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება [ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება];

► გაიხსნა ყველა სახის წარმოება;

► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;

► ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები [სრულად];

►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;

ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული.

ამავე თემაზე:

შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები

LB loan image desktop LB loan image mobile