რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა - „ვივამედის“ დირექტორი

პუბლიკა

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ თემაზე ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა. ამას არავინ უარყოფს და ამის კონსტატაცია ხდება ყოველდღიურად მისი ჩივილებიდან გამომდინარე. პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადააადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის პირველივე დღიდან „კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს.“

„ჩართულები არიან ჩვენი სპეციალისტები, კონსულტანტები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე სამკურნალო საქმიანობაში და კეთდება ყველა საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ექიმები, თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.