რა ვითარებაში იმყოფება სააკაშვილი: „საზოგადოება ამას პირველად მოისმენს" - ეკა ხერხეულიძე

პუბლიკა

გუშინ პარლამენტის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე გლდანის დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილს. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან „ტვ პირველის” ეთერში მოყვა, თუ რა ვითარებაშია სააკაშვილი. “მე ეს პირველად გავიგე და ალბათ საზოგადოებაც პირველად მოისმენს” – თქვა მან.

როგორც მესამე პრეზიდენტი მას უყვება, რუსთავის 21-ე დაწესებულების დირექტორმა მოდებაძემ მოატყუა, უთხრა, რომ გადაჰყავდათ ვივამედში (სამოქალაქო კლინიკაში). მანამდე ის უნდა შეხვედროდა დედას და შვილებს, უთხრეს რომ ისინი არ მოსულან, თუმცა ისინი უკვე ციხის ტერიტორიაზე იყვნენ.

სააკაშვილი ალაგებს ნივთებს და ჯდება სასწრაფოს მანქანაში. ესკორტის მანქანების გარემოცვაში ის უცნობი მიმართლებით მიჰყავთ.  მთელი გზა მათ მიჰყვება ვერტმფრენი.

იგი გააკვირვა იმან, რომ გზაში ვერც ერთი შენობა ვერ დაინახა და მიხვდა, რომ ქალაქგარეთ მიდიოდნენ. მათ გაუარეს რუსთავის მეტარულგიულ ქარხანას და გარდაბნის მხარეს წაიყვანეს, სააკაშვილი ფიქრობს, რომ დიღომში შესვლა შემოვლითი გზით უნდათ.

თუმცა, როგორც მიუახლოვდნენ გლდანის ტერიტორიას, სააკაშვილი ხვდება სადაც მიჰყავთ, იგი ეუბნება თანმხლებ პირებს, რომ არ ჩამოვა თავის ნებით, რადგან მან იცოდა რომ „ვივამედში” უნდა გადაეყვანათ. თავიდან საუბარი მიმდინარეობდა მშვიდად, „თუმცა როცა გაჭიანურდა, გადავიდნენ უხეშობასა და მუქარაზეც, მოკიდეთ ხელი და თამოათრიეთ, და მსგავსი ფრაზებით. მერე დაიწყეს გადმოთრევა, კადრები, რომლებიც თქვენ ნახეთ, არის დაჭრილი” – ამბობს სააკაშვილი.

„ფიზიკური ძალა სადამდეც მეყო, პასიური არ ვყოფილვარ, და ვეუბნებოდი თუ ვინ იყვნენ ისინი. და ვის შეკვეთას ახორციელებენ”. – ყვება იგი.

დეპუტატი ხეხეულიძის თქმით, მან და საზოგადოებამ ამ დრომდე არ იციან მთავარი – რომ „სააკაშვილი არ იყოფება კლინიკაში”.

„ ჩვენ ვიცოდით, რომ ის იმყოფება ციხის სავადმყოფოში, რომელიც ვიცით რომ არ არის მულტიფუნქციური, მაგრამ ვიცით, რომ არის ე.წ. „რეზბალნიცაზე”. მაგრამ სააკასვილი იქ არ არის „მან თავისი ხელით, სრული სიზუსტით დამიხაზა, არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, სართული საერთოდ ცარიელია, მის საკანთან დგას ერთი ადამიანი, გვერდით ოთახში არის ექიმი, და თუ მას არ დაუძახა, ის ვერ გაიგებს”.

ხერხეულიძის მონათხრობის თანახმად, “არაფერი იქ არ არის, არ არის სამედიცინო დახმარების პალატა, ის ტომოგრაფიის აპარატი კი არ დგას, აქვს მხოლოდ წნევის აპარატი. მიხეილ საკააშვილი არათუ მულტიპროფილურ კლინიკაში, არამედ მულტი პროფილურ ჯოჯოხეთშია.

პირველ რიგში მას სჭირდება ჟანგბადი, ფანჯარა სრულად დაგმანულია. არ შედის მზის სხივიც. როგორც კი ამ ფანჯარას აწევს სააკაშვილი, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და იძულებულია ჩამოწიოს ფანჯარა. მას არ აქვს ჟანგბადი მიღების საშუალება. მისი ფანჯრის პირდაპირ არის პატმრების კორპუსი განლაგებული  და მათ აქვთ დავალება. სააკასვილმა იცის, რომ ყველა თავისი ნებით არ არის ჩართული ამაში”. – ყვება ხერხეულიძე.

სააკაშვილი ამბობს, რომ რუსთავში იყო გაცილებით კარგი პირობები. სამედიცინო კუთხით უკეთ იყო აღჭურვილი.

„რა ხდება თუ სააკშვილი ცუდად გახდა? ის ვერ გაჰყავთ ვერსად, მასთან შეჰყავთ ექიმი და უზომავს წნევას.

არაჩვეულებრივი ექიმია და კეთილგანწყობილი, მაგრამ თუ ღამით იგი  გახდა ცუდად, ეს ექიმი ამას ვერ გაიგებს. რომც გაიგოს, ის უნდა გაიყვანონ ე.წ. „რეზბალნიცაზე”, უნდა მოხდეს იქ მყოფი პატიმრების ევაკუაცია, უნდა დაელოდოს ეს როდის მოხდება, და გადაუდებელი დახმარება გაუწიონ მას შემდეგ რაც პატიმრებს გაიყვანენ კლინიკიდან.

ჩემი ყოფნის დროს ორჯერ გახდა ცუდად. დავუძახეთ ექიმს. მას ეს ხშირად ემართება.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავად მოვიდა გონს, გამოერკვა თავად.

ზოგს ჰგონია, რომ მან დაასრულა შიშილობა, ის აგრძელებს შიმშილობას დათქმით, თუ ის არ იქნება შესაბამის კლინკიში გადაყვანილი. ძალიან დიდი ვადაა სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, 24 ნოემბრამდე.

სააკაშვილი ჯერ უძლებს და ცოცხალია, მაგრამ მთავარი საკითხია უსაფრთხოების კუთხით. ერთი უიარაღო ადამიანი დარაჯობს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს. რა უნდა გააკეთოს მან, თუ კი ბუნტს გადაწყვეტს ვინმე?

„მე პირველად გავიგე ეს დეტალები და ალბათ საზოგადოებაც პირველად გაიგებს” – ამბობს ხერხეულიძე.