რაჭაში, სტიქიის ზონაში, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გაემგზავრნენ – მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მიიღონლი შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილია 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.

https://www.facebook.com/publika.ge/videos/327848188386134/