რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ყველას მივუჩენთ ადგილს - მურუსიძე NGO-ებზე

პუბლიკა

ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, სასამართლო ხელისუფლება თავის კონსტიტუციურ ორგანოს ირჩევს თვითონ და ყველას მოვუწოდებდი, რომ არ მოხდეს ჩარევა, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ „პირველი არხის” გადაცემაში სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება – „თავდაცვითი რეჟიმიდან, თავდასხმის რეჟიმზე გადასვლასთან” დაკავშირებით და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გვრიტიშვილისა და მისი მხრიდან გარკვეულ პირთა მხილებას უნდა ველოდოთ, მურუსიძემ აღნიშნა:

„ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან. დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ ისაა, რომ გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს“, – აღნიშნა მურუსიძემ.


ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.

LB loan image desktop LB loan image mobile