რამდენი კლინიკა, საწოლი, ექიმი და სასუნთქი აპარატია მობილიზებული - სამინისტრო სისტემის მზაობაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სისტემის მზაობის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ. მან ისაუბრა სტატისტიკაზე და იმაზე, რა რესურსები აქვს ამ ეტაპზე ქვეყანას პანდემიის სამართავად.

ეკატერინე ადამიას თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ სამედიცინო დაწესებულებაში კი მობილიზებილია 3 700-მდე საწოლი.

საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

თბილისი – 18 კლინიკა, 1987 საწოლი;

აჭარა – 11 კლინიკა, 731 საწოლი;

იმერეთი – 10 კლინიკა, 644 საწოლი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2 კლინიკა, 190 საწოლი;

შიდა ქართლი – 1 კლინიკა, 164 საწოლი;

მცხეთა-თიანეთი – 1 კლინიკა, 111 საწოლი;

გურია – 1 კლინიკა, 21 საწოლი.

ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია 1253 სასუნთქი აპარატი.

„ქვეყნის მასშტაბით  გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი და ასევე გადამზადებლია 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა ასევე ქვეყნის მასშტაბით 2 044-ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდდადებითი პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდასასტუმრო. ამ კოვიდსასტუმროში დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანია. პარალელურად, შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომელიც საჭიროების შემთხევვაში შეიძლება ჩავრთოთ პროცეში“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

მისივე თქმით, საწოლფონდის რაოდენობა ქვეყანაში იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 17 400-ზე მეტი საწოლია, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის – 2 290.

„ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990  ექიმი, მათ შორის,  500-მდე ინფექციონისტი, 1400-ზე მეტი რეანიმატოლოგი, ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.