რამდენიმე წუთის წინ გაითიშა publika.ge-ის საიტი, ასევე ონლაინ-გამოცემა on.ge, „პირველი არხი” და რამდენიმე სხვა ვებგვერდიც.
როგორც „პუბლიკის” ვებდეველოპერები ამბობენ, სერვერებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გამოცემების ვებგვერდები ჩართულია, თუმცა დეველოპერების თქმით, „შეტევა ჭამს რესურსებს” და შესაბამისად საიტების მუშაობა შენელებულია.