შსს-მ რამდენიმე ქართული გამოცემის სერვერებზე კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქართული გამოცემის სერვერებზე კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო.

285-ე მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას ითვალისიწნებს, ხოლო 286-ე მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.


დღეს, 5 ივლისს publika.ge-ის საიტი, ასევე ონლაინ-გამოცემა on.ge, „პირველი არხი” და რამდენიმე სხვა ვებგვერდიც გაითიშა.

როგორც „პუბლიკის” ვებდეველოპერები ამბობენ, სერვერებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.

LB loan image desktop LB loan image mobile