რას ბედავთ თქვენ?! ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ? - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებას ეხმაურება.

„რაო??? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???“, – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.


დღეს დიმიტრი ხუნდაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.