რას ფიქრობს მოსახლეობა „გავრილოვის ღამეზე“ IRI-ის კვლევის მიხედვით

პუბლიკა

IRI-ის ახალ კვლევაში რამდენიმე კითხვა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებსაც ეხება. შეკითხვაზე, „რა იყო მთავრობის ყველაზე დიდი მარცხი“, – მოსახლეობის 7% პასუხობს, რომ ეს იყო 20 ივნისის ღამე.

„გჯერათ თუ არა, რომ სახელმწიფომ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ან ძალა გადაამეტა 20 ივნისს?“, – შეკითხვას 40% პასუხობს, რომ სრულიად დარწმუნებულია; 24% პასუხობს, რომ ნაწილობრივ სჯერა; 9%-ს ნაწილობრივ არ სჯერა; 11%-ს სრულიად არ სჯერა; 12%-მა არ იცის ან არ უპასუხა შეკითხვას.

„თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე?“, – ამ შეკითხვაზე 39% პასუხობს, რომ პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება; 24% კი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყველას ერთად ეკისრება; 23%-ის აზრით, პასუხისმგებელია შსს; 14% სიტუაციის გასამძაფრებლად დაქირავებულ პროვოკატორებს აკისრებს პასუხისმგებლობას; 13% კი – ოპოზიციურ პარტიებსა და აქციაზე მყოფ პოლიტიკოსებს.

IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით.  კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%;  საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.

LB loan image desktop LB loan image mobile