რას ნიშნავს „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“ რუსეთთან - კობახიძის პასუხი

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ჟურნალისტებმა  ჰკითხეს, რას ნიშნავს ბოლო დროს ხშირად ნახსენები „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა რუსეთთან“.

„მე გეტყვით იმას, რომ სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება, ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, აქ მარტო მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, იყო უმძიმესი ავანტიურა.

ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამის შედეგია ის, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია, ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის“ ფარგლებში თუ „რუსეთი იტყვის, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ევროკავშირს წევრი, და დაუჯერებს საქართველოს ხელისუფლება და უარს იტყვის?”

ამაზე ირაკლი კობახიძემ, უპასუხა, რომ „ეს საკითხი არ არის სტრატეგიული მოთმინების თუ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი”.