რას პასუხობს წილოსანი ორგანიზაციებს, რომლებიც მოუწოდებენ გენდერულ საბჭოში თანამდებობა დატოვოს

პუბლიკა

ქალების უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 23 არასამთვრობო ორგანიზაცია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, ამ ორგანიზაციებს არ გაუხარდათ, რომ ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება შესრულებულად მიიჩნია.

„მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა, რიგი არასამთავრობოები მომიწოდებენ, გენდერული თანასწორობის საბჭო დავტოვო :)) ვიცი, შეიძლება, არ გაგიხარდათ, რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, – წერს ის. (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსნის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.