რაშან ზიადალიევი მარნეულში გამორჩეული აქტივისტია - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ 8 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის წარმომადგენლის რაშან ზიადალიევის დაკავებას  ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 თებერვალს რაშან ზიადალიევმა გააპროტესტა საპატრულო პოლიციის მიერ მისთვის ფოტოების ფარულად და უმიზეზოდ გადაღება, რის გამოც იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 173 მუხლის დარღვევის მიზეზით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, რაშან ზიადალიევი საღამოს 9 საათისთვის იმყოფებოდა მარნეულის მთავარ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში. მაღაზიიდან გამოსვლიდან 2-3 წუთში მის წინ გაჩერდა პოლიციის მანქანა, საიდანც სცადეს მისთვის ფოტოს გადაღება. რაშან ზიადალიევის თქმით, პირი, რომელიც ფოტოს გადაღებას ცდილობდა, იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მას არ წარუდგენია საკუთარი თავი და ფოტოს გადაღების მიზეზი. ამასთან, რაშან ზიადალიევს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, მისი იდენტიფიცირების მიზნით ფოტოს გადაღების საფუძველი არ არსებობდა. შემდგომ, პოლიციის ავტომობილიდან გადმოსული პოლიციელი კვლავ ცდილობდა ფოტოს გადაღებას, რაც რაშანმა გააპროტესტა და პოლიციელებს სავალდებულო პროცედურებს უხსნიდა. რაშან ზიადალიევმა სცადა პოლიციის ავტომობილის გადაღება, შედეგად იგი დააპატიმრეს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, “რაშან ზიადალიევი მარნეულში გამორჩეული აქტივისტია რომელიც უშიშრად იმაღლებს ხმას ადგილზე არსებულ პოლიტიკური თუ სოციალური უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინააღმდეგ.

“ბოლო პერიოდში უშუალოდ რაშანის, მისი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებელი ირიბი ზეწოლა აჩენს ეჭვს, რომ რაშან ზიადალიევი სამართალდამცავი ორგანოების დევნის ობიექტი მისი სამოქალაქო აქტივიზმია.”