რატომ არ მისცა ხმა რუსულ კანონს - დავით სერგეენკო მიზეზებზე საუბრობს

პუბლიკა

„ვხედავდი ნეგატიურ დამოკიდებულებას, როგორც საზოგადოების ნაწილისგან, ასევე ჩვენი პარტნიორებისგან – ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატიები… და ეს იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი”. – ამბობს პარლამენტის წევრი დავით სეერგეენკო, საკუთარი გადაწყვეტილების ასახსნელად, თუ რატომ არ მისცა მან ხმა რუსულ კანონს.

დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „პირველის” გადაცემაში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე აქციებს არ უმოქმედია, რადგან „აქცია ჯერ არ იყო ძალაში შესული, როდესაც კენჭისყრა ჩატარდა.”

„ჩემი ბუნებით და პროფესიით, ყოველთვის ნეგატიურად ვარ განწყობილი, როდესაც ვინმე ადამიანი დაზიანებას იღებს” – ამბობს იგი აქციების დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ის ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი მის პოლიტიკურ კარიერაში ბოლოა. “პოლიტიკოსობაზე არასოდეს მიოცნებია, მირჩევნია ექიმად ვიმუშავო. ”

მისი თქმით,  მას შეხვედრები ჰქონდა პარტიის მმართველ რგოლთან მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.

იგი ამბობს, რომ საბოლოო განცხადება „შეჯერებულ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოქვეყნდება”.

მისი თქმით, იგი არ გეგმავს ოპოზიციაში გადასვლას და პოლიტიკური კარიერის დასრულებისთვის ემზადება.