„რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან? ზუნზლიან და აყროლებულ კარვებზე არ გიკითხავთ, რატომ არ იღებთო“ - კალაძე ჟურნალისტებს

პუბლიკა

თბილისის მერს კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კვლავ ჰკითხეს პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როცა პარლამენტის წინ კარვები იყო, მაშინ რატომ არ ეკითხებოდნენ ასე ხშირად კარვების აღებაზე.

„რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან? ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. მე არ მახსოვს მოსულიყავით და დაგესვათ კითხვა, როდესაც ზუნზლიანი და აყროლებული კარვები იყო და რუსთაველი აყროლებული ჰქონათ, არ მოსულხართ და იკითხავთ, რატომ არ იღებთ კარვებს?“ – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.


გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა კახა კალაძის კომენტარი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამომავლოდ ჯვარი შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება.