რატომ ვერ გაიხსნება ჯერჯერობით სპორტული დარბაზები - პაატა იმნაძის პასუხი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე  ამბობს, რომ სპორტული დარბაზების გახსნას კიდევ დრო დასჭირდება.

„რა თქმა უნდა, გაიხსნება სპორტული დარბაზები, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ამდენი რამე გაიხსნა და ვანხოთ ჯერ ამის შედეგები და მერე გაიხსნება სპორტული დარბაზებიც. ძალიან რთულია დახურულ სივრცეებში… იქ ხომ ადამიანი ჭადრაკის სათამაშოდ არ შედის არა? ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან. იქ ადამიანები ინტენსიურად ვარჯიშობენ, რა დროსაც ასევე ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისაგან ჰაერის ნაკადები“, – ამბობს პაატა იმნაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. 5 შემთხვევის შესახებ წუხელ გახდა ცნობილი, 1 კი დილით დაემატა.

დღეს ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 1 საკარანტინო სივრციდანაა, 1 მედპერსონალი, ხოლო 4 შემთხვევის კვლევა გრძელდება.