რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ მოვითხოვთ ვადამდელს პროპორციული წესით – ჯაფარიძე

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ მოთხოვნა იქნება ვადამდელი არჩევნები, ოღონდ – პროპორციული წესით. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ტექნიკურად ეს შესაძლებელია, რადგან პარლამენტში არის რეგისტრირებული კანონპროექტები, რომელთა მიღების შემთხვევაშიც შესაძლებელია პროპორციული წესით არჩევნების გამართვა.

„რაზეც  შედგა შეთანხმება, არის ის, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს და რაც გავარკვიეთ, არის ის, რომ ტექნიკურად შეიძლება, ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. შეუძლიათ მიიღონ სხვა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულ სისტემას. როგორც მითხრეს დეკემბრის ბოლომდე შესაძლებელია ჩაინიშნოს პროპორციული ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.