„რეალობას მოწყვეტილია“ – ნეთანიაჰუ ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინისტრის განცხადებაზე

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია.

„ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ განუსაზღვრელი დროით შეუჩერა საქმიანობა მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს.

ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება „ერთ-ერთი შესაძლებლობაა“.