რეანიმაციაში 24 პაციენტი გვყვავს, მათ შორის 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძემ რეგიონის ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ნიჟარაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 241-ია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, გამოჯანმრთელდა 192 პირი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია. ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამ ეტაპზე კლინიკებში არის 515 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა მერყეობს 70-90-მდე. რიცხვი, საათების მიხედვით, მუდმივად ცვალებადია. რეანიმაციული 24 პაციენტი გვყვავს და მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გვყვავს 6 პაციენტი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროა აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის.

„დამატებით მობილიზდა 20 რეანიმაციული საწოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სულ 45 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული საწოლი გაუწევს მომსახურებას აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს“, – განაცხადა ნიჟარაძემ.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 241;
  • იმერეთი – 98;
  • თბილისი – 62;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -15;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9;
  • გურია – 7;
  • შიდა ქართლი – 7;
  • კახეთი – 2;
  • იმპორტირებული – 6.