თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოსფესტივალის ფარგლებში თბილისს მექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი ეწვევა. წლევანდელ ფესტივალზე სექციაში –„რეჟისორი ფოკუსში“ სწორედ რეიგადასია.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რეიგადასი კინომოყვარულებს 8 დეკემბერს შეხვდება.
მაყურებელს ფესტივალზე მექსიკელი რეჟისორის 5 ფილმის ნახვა შეეძლება:
- Our Time ჩვენი დრო (2018)
- Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)
- Silent Light ჩუმი სინათლე (2007)
- Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)
- Japan იაპონია (2002)