რეჟისორი კარლოს რეიგადასი თბილისში ჩამოვა

ბასტი მგალობლიშვილი

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოსფესტივალის ფარგლებში თბილისს მექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი ეწვევა. წლევანდელ ფესტივალზე სექციაში –„რეჟისორი ფოკუსში“ სწორედ რეიგადასია.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რეიგადასი კინომოყვარულებს 8 დეკემბერს შეხვდება.

მაყურებელს ფესტივალზე მექსიკელი რეჟისორის 5 ფილმის ნახვა შეეძლება:

  1. Our Time ჩვენი დრო (2018)
  2. Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)
  3. Silent Light ჩუმი სინათლე (2007)
  4. Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)
  5. Japan იაპონია (2002)