რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

რეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძეს აქვს გადაღებული რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმი. მათ შორის „აქ თენდება“, „სამი სახლი“, „ბოლო გასეირნება“.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია  „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. ასევე, ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვან ფილმზე.

ზაზა ურუშაძის გადაღებულია ასევე სერიალი „ცხელი ძაღლი“.