„ოცნებამ“ მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას.
კანონში ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
რეგიონული განვითარების მინისტრად თავდაპირველად სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ნიშნავდნენ, თუმცა 2 დღეში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრი კახა გულედანი გახდება.
კობახიძის თქმით, ლილუაშვილთან „კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან“ დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები იყო, „მათ შორის იყო მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები“, – თქვა კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძე დარჩება.
ახალი სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი კახა გულედანი თბილისის მერის მოადგილე იყო.