„70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის“ – ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ახალი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები მიიღეს.
ამასთან, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1- 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;
3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;
4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;