Reuters: ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  ისრაელი და და ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაცია გამოცემას ისრაელის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა 3-მა სხვადასხვა წყარომ მიაწოდა.

ინტენსიური მედიაცია კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით გასული კვირების განმავლობაში წარიმართა და ეხებოდა როგორც ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, ასევე, პალესტინელი პატიმრების გამოშვებას და ღაზისთვის მეტი დახმარების მიწოდებას.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 28 დეკემბერს დაიწყო. ისრაელი და ჰამასი საბოლოოდ ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ჰამასი რამდენიმეთვიან პაუზას ითხოვდა.

Reuters-ს ექვსმა წყარომ უთხრა, რომ ამ შემთანხმების შემდეგ ჰამასმა უარი თქვა სხვა გეგმების განხილვაზე, სანამ არ დადასტურდება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

გამოცემის თანახმად, ისრაელი შეთანხმების ეტაპობრივად მიღწევას ცდილობდა, მაშინ, როცა ჰამასი შეთანხმების „პაკეტს” ითხოვდა ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის პირობით. ის ტყვეების გათავისუფლებას ამის შემდეგ განიხილავდა. ეს Reuters-ს პალესტინურმა წყარომ უთხრა. 

ისრაელი და ჰამასი შუამავლების მეშვეობით საუბრობენ და არა – პირისპირ.