რევოლუციური სცენარია, ვატყობთ, რასაკვირველია – ვოლსკი

პუბლიკა

„რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან ყურადღება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაამახვილა, რომლის განხილვაც პარლამენტის დაწყებული აქვს.

„ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა იმის გამო, რომ  იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე, აქციაში მონაწილე იმავე  5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დილიდან პარლამენტში მისულმა სამმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მერაბ ქვარამიამ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და უკან გაბრუნდნენ.  „მონა, მონა“, – ამ შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს.

LB loan image desktop LB loan image mobile