რიჟვაძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას რუსული ჰომოფობიური ჟარგონი ისევ გამოიყენა

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 3 ივლისის თბილისში გამართული აქციის შეფასებისას რუსული ჰომოფობიური ჟარგონი „ლიბერასტი“ გამოიყენა.

რიჟვაძის თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ არ აპირებს.

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი „ლიბერასტების“ პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.