რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტი ჩამოინგრა, 3 მუშა დაშავდა - პროფკავშირი

პუბლიკა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით,დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა. პროფკავშირის წარმომადგენელმა ვიტალი გიორგაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ შმთხვევა უბისაში მოხდა.

ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა.

პროფკავშირის ცნობით, ერთი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მიმეა, ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

„პუბლიკა“ შსს-ში განუცხადეს, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე იმყოფებიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები.

პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. „შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი.“