რიკოთზე საამქროს ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა.

„დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც, საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნუნლია, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება.