რიონის ხეობის მცველებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
იქამდე კი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან იუსტიციის სახლამდე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, 26 მაისს ყველანი გამოვიდნენ და მათ გვერდით დადგნენ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
-
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.