როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და ხულიგნობს, შერიგება არ ხდება - მიტროპოლიტი იოანე სააკაშვილზე

პუბლიკა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერა მათი სუბიექტური პოზიციაა, ვინც ამას ხელს აწერს და ასევე, მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ ის არ ნანობს თავის დანაშაულს და ხულიგნობს.

„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა… ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ქვეყანა აღარ არის… როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე გვქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო ქვეყანაში მიტროპოლიტი პასუხობს, რომ:

„თქვენ ეს კითხვა  ახლა გიჩნდებათ. 2005, 2006, 2007, 2008 ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა არა? როდესაც ასი ათასიანი მიტინგები დაარბიეს. ეს არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის არ ამოუღია როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდატ კითხვები არა?“,- უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე გულისხმობს თუ არა სააკაშვილს, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ:

„თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით.“

დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.