როდის მიიღებენ წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს – სამინისტროს განმარტება

პუბლიკა

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტრო წლებია, ახორციელებს პროგრამას  – „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან.

მიმდინარე წელს წარჩინებულ მოსწავლებს ამ დრომდე არ მიუღიათ პროგრამით განკუთვნილი ჯილდო.  როდის მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერს – ამ კითხვით „პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.  უწყების ცნობით, წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს 2021 წლის ზაფხულზე მიიღებენ.

„არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში კომპიუტერები გადაეცემათ 2021 წლის გაზაფხულზე, რაც გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. თითოეული მოსწავლე წინასწარ იქნება ინფორმირებული დაჯილდოების თაობაზე. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.