როგორ და რა ვითარებაში შეხვდა სალომე ზურაბიშვილი ანი წითლიძეს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს დღეს, შუადღისას შეხვდა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ამის შესახებ პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველთან საუბრობს.

„როგორც ანიმ მითხრა პრეზიდენტი ძალიან იყო შეწუხებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.  მინდა მადლობა გადავუხადო მას, მისი მოწოდებაც იყო, არაერთი, რომ ანის შეეწყვიტა შიმშილობა”. – ამბობს დეკანოიძე.

მისი თქმით, ანი წითლიძემ და სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრეს მის ჯანმრთელობაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დეკანოიძე შეეხო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ დაპირისპირების თემასაც. მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სკამზე, არამედ პროტოკოლურ დარღვევაზე, თუ ვის უნდა მიემართა ამბასადორიალისთვის პირველად. რაც დეკანოიძის თქმით ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცირებას.

დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით იგი გადაარჩენს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მისივე თქმით, ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ვერ და არ მართავს.

„ასე მგონია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, მაგრამ ვერ გავიზიარებ რადიკალურ მოსაზრებებს მის მიმართ”. – თქვა დეკანოიძემ.