როგორ დაკომპლექტდება საკრებულო | ცესკომ თბილისის უბნები სრულად დათვალა

პუბლიკა

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 6 პარტია იქნება წარმოდგენილი, „ქართულ ოცნება“ კი უმრავლესობას მოიპოვებს.

საკრებულოში სულ 50 წევრია, აქედან პროპორციული ნაწილით უნდა დაკომპლექტდეს 40 ადგილი, 10 ადგილს კი მაჟორიტარები იკავებენ.

თბილისის საკრებულოს არჩევნებში 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პარტიებმა, რომელთა მანდატები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ (ხმების 40.3%) – 19
  • „ნაციონალური მოძრაობა“ (ხმების 27.97%) – 13 
  • „საქართველოსთვის“ (ხმების 8.85%) – 4
  • „ლელო“ (ხმების 3.63%) – 2
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ხმების 3.3%) – 1
  • „ხალხისთვის“ (ხმების 2.57%) – 1

რაც შეეხება უმრავლესობას, საკრებულოში ამისთვის 26 ადგილია საჭირო. ასე რომ, მმართველ გუნდს 10-დან 7 მაჟორიტარულ ოლქში სჭირდებოდა გამარჯვება უმრავლესობის მოსაპოვებლად.

საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მეორე ტურის გასამართად 40%-იანი ზღვარი მოქმედებს და „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება პირველსავე ტურში მოახერხა. შესაბამისად, საკრებულოში უმრავლესობაც შეინარჩუნა.

მეორე ტური იქნება მხოლოდ საბურთალოს ოლქში. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა:

მთაწმინდა:

  • ზურაბ აბაშიძე, „ქართული ოცნება“ – 45.51%
  • საბა ბუაძე, „ლელო“ – 14.79%

ვაკე:

  • გიორგი ტყემალაძე, „ქართული ოცნება“ – 42.43%
  • ბათუ ქუთელია, „დროა“ – 25.94%

საბურთალო:

  • ავთანდილ ცინცაძე, „ქართული ოცნება“ – 38.76%
  • ბორის ყურუა, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 14.29%

კრწანისი:

  • ლევან ჯაფარიძე, „ქართული ოცნება“ – 52.03%
  • თამაზ ახობაძე, „დროა“ – 12.66%

ისანი:

  • კახაბერ ლაბუჩაძე, „ქართული ოცნება“ – 45.77%
  • ბესიკ დონაძე, „ევროპული საქართველო“ – 14.05%

სამგორი:

  • რევაზ სოხაძე, „ქართული ოცნება“ – 47.4%
  • დათო ჟღენტი, „ევროპული საქართველო“ – 16.38%

ჩუღურეთი:

  • ზურაბ ჩიკვილაძე, „ქართული ოცნება“ – 46.53%
  • გიორგი ნონიაშვილი, „ევროპული საქართველო“ – 13.49%

დიდუბე:

  • გივი ჩხარტიშვილი, „ქართული ოცნება“ – 45.1%
  • ნიკა მოსიაშვილი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 16.35%

ნაძალადევი:

  • ირაკლი ხელაძე, „ქართული ოცნება“ – 45.22%
  • ბადრი გრიგალაშვილი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 10.65%

გლდანი:

  • კონსტანტინე ზარნაძე, „ქართული ოცნება“ – 42.35%
  • ელენე ხოშტარია, „დროა“ – 31.2%

2.5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს იყო ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, რომელმაც ხმების 2.45% მოიპოვა. ელენე ხოშტარიას დაარსებულმა პარტიამ, „დროამ“ კი ხმების 2.15% მიიღო. დანარჩენ პარტიებს 2%-ზე ნაკლები აქვთ.