როგორ დარეგისტრირდეს ხმის მისაცემად თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი | დადგენილება

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განისაზღვრა პროცედურა, როგორ შეძლებენ გადასატანი ყუთების მიღებას  თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები.

დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი 0), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

განცხადებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის მიზნით.