როგორ მივცეთ ხმა ნინი ბრეგვაძეს The Voice-ში

პუბლიკა

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული პროექტის The Voice-ის 12 კონკურსანტს შორის მოხვდა და ლაივ შოუებზე იმღერებს. მომღერლის მეგობრები ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავენ და ნინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ხმის მიცემა 4 დეკემბერს, ნიუ იორკის დროით 10 საათზე იქნება შესაძლებელი აპლიკაციისა და NBC-ის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.

„ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მივმართავ ძალიან დიდი თხოვნით, გადმოწეროთ პროექტის აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ, 1 იმეილით 1 ხმის დაფიქსირება მოხდება მხოლოდ 1 კონკურსანტზე.

ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://voice.vote.nbc.com

აპლიკაციის ლინკი ანდროიდზე: https://play.google.com/store/apps/details…

აპლიკაციის ლინკი აიოსზე: https://apps.apple.com/…/the-voice-official…/id910608607

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ იორკის დროით დაახლოებით 10 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამე. დილით ხმის მიცემა შეწყდება.

სამშაბათს 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დასახელდება 8 მონაწილე, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს.

გამოცხადდება 4 აუთსაიდერი, რომელიც იმღერებს გადარჩენისთვის. გამოსვლების შემდეგ გაიხსნება 5 წუთიანი ხმის მიცემა, სადაც უნდა მოხდეს ხმების დაფიქსირება (ეს იმ შემთხვევაში თუ ნინი აუთსადერებს შორის მოხვდა)“, – წერს ნინის მეგობარი, საბა ვაჩიბერიძე.