როგორ უნდა ისარგებლოთ იუსტიციის სახლის მოსახურებით - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსენება, მაგრამ ისინი ახალი პრინციპით იმუშავებენ.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სერვისის მიღება, დღეიდან შეუძლიათ შეხვედრა დანიშნონ მათთვის სასურველ დროს my.gov.ge-ის მეშვეობით და ხვალიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მომსახურება.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ შენობაში my.gov.ge-ის გვერდის ავლით ვერცერთ მოქალაქე ვერ მოხვდება.

„გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი. იმისთვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე, უნდა მოხვდეთ იუსტიციის სახლის,   საზოგადოებრივი ცენტრის ან კიდევ დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში. ამისთვის მოქალაქის პორტალის my.gov.ge-ის მეშვეობით უნდა დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

my.gov.ge-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ, დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღესა და დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომლებსაც თქვენ ვისრუსის გავრცელებამდე იღებდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, შენობებში პირბადისა გარეშე არ დაიშვებიან მოქალაქეები. წულუკიანმა აღნიშნა, რომ აკრაძალულია შენობაში არასრულწლოვნების შესვლა.