როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში - წულუკიანი

პუბლიკა

ულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში თქვა, რომ ის არ შეწყვეტს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკს. მისი თქმით, პოლიტიკიდან მაშინ წავა და თანამდებობიდან, როდესაც ენმ აღარ იარსებებს.

„როგორც კი ეგენი [ნაციონალური მოძრაობა] არ იქნებიან, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში, მაგრამ რომ არიან, მეც ვარ… და ვიქნები. სტარსბურგში მივატოვე ძალიან კარგი სამსახური, დავდიოდი ჰიმალაის მთებში, დავდიოდი აფრიკაში, კილიმანჯაროზე. ძალიან ბევრს დავდიოდი, მოვლილი მაქვს აზია და აფრიკა ფეხით, ევროპა თავისთავად და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

სანამ მათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, სულ არ მრცხვენია ამას რომ ვამბობ,  რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვიქნევ ვირტუალურ ხმალს. …ეს ერთადერთი გზაა, რომ მეც დავისვენო და მათაც, “- თქვა თეაწ ულუკიანმა.