როგორი ეპიდემიური სურათია მეზობელ ქვეყნებში

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 22 875 061 დადასტურებული შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 797 275, გამოჯანმრთელდა 15 527 422 ადამიანი.

ამ დროისთვის 6 488 517 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 61 847 (1%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 746 534 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 177 426 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3 095 910. ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში 262 ახალი შემთხევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 3 505 097დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 2 653 407, გარდაიცვალა 112 423 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ამ დოისთვის ფიქსირდება 2 910 032 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 2 160 059, გარდაიცვალა 55 002 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 5 703 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 27 ადამიანი.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას ჩვენს  მეზობელ ქვეყნებში, ამ დროის მონაცემებით:

რუსეთში სულ 946 976 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 761 330, გარდაიცვალა 16 189. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 4 870 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 90 ადამიანი.

სომხეთში 42 477 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 35 693, გარდაიცვალა 842 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი.

თურქეთში 254 520 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 234 797. გარდაიცვალა 6 058 ადამიანი.

აზერბაიჯანში 34 759 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 32 511. გარდაიცვალა 510 ადამიანი.

ირანში 352 558 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 304 236 ადამიანი, გარდაიცვალა 20 264 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 385;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1128;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 6903;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;