როიტენი: საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნიან

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, თიის როიტენი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და წერს, რომ „საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან”.

„თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ საქართველოს ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“. „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული.