რომ გამობრძანდებით ტრიბუნასთან, წარმოადგინეთ სააკაშვილის წერილობითი თანხმობა გლდანში გადაყვანაზე – სამადაშვილი ბრეგაძეს

პუბლიკა

„აქ რომ გამობრძანდებით, ამ ტრიბუნასთან, მე მინდა, რომ თქვენ წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცემული მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში, იმიტომ, რომ, თუ ასეთი თანხმობა არ აქვს მას გაცემული და ასეთი საბუთი ვერ მოიპოვა დღემდე ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა, ვერც უკრაინის სახალხო დამცველმა, მე მგონი თავად გესმით, რასთან გვაქვს საქმე“, – მიმართა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.

მინისტრის საათის ფორმატში დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

„მეორე, ყველამ ვიხილეთ და სახალხო დამცველმა დეტალურად აღწერა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს პრეზიდენტთან და დღეს დადგენილია, რომ მას აქვს პოსტტრამვატული სინდრომი. მაინტერესებს, რომ მოგვიყვეთ დეტალურად რა მოხდა, საქართველოს მესამე ეპრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა?

მესამე, მაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროებულიყო მისი ფარული ჩანაწერები, რაც არის პირდაპირ დარღვევა მისი ყველანაირი უფლების. აქ გაჟღერებული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის რაღაც განსაკუთრებულ უფლებებს მოითხოვს ვიღაცა მისი პატიმრობის პირობებში. პირველ რიგში, ცხადია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ საპყრობილეშია, ეს თავისთავად არის ქვეყნისთვის გამოწვევა და ის არ უნდა იყოს საპატიმროში, ცხადია და სანამ არის თქვენს ხელში ჩავარდნილი, მანამდე თქვენ ვალდებული ხართ, რომ მასზე იზრუნოთ, როგორც იზრუნებდით ნებისმიერ პატიმარზე. ასე ზრუნავთ პატიმრებზე ამ ქვეყანაში, როგორც  ჩვენ ეს ვნახეთ სააკაშვილის შემთხვევაში? ამაზე რომ გაგვცეთ პასუხი, აქ რომ გამობრძანდებით ტრიბუნასთან“, – განაცხადა სამადაშვილმა.