საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ 7 ოლიგარქს შორის, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სანქცირებულთა სიაშია სეჩინი, დერიპასკა, ლებედევი, მილერი, კოსტინი და ტოკარევი.
2 მარტს აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდის და მიღებულ ფინანსებს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც უკრაინის ომის მსხვერპლებს დაეხმარება.