აბრამოვიჩის თქმით, ის „ჩელსის“ მმართველობას ჩამოშორდება

პუბლიკა

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ კლუბის მმართველობას ჩამოშორდა. აბრამოვიჩის თქმით, ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა „ჩელსის“ საუკეთესო ინტერესებით და კლუბის მმართველობას „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდს გადააბარებს.

„მე გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიღებდი. მე ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ კლუბის მეურვეობას და მასზე ზრუნვას „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდს დავუთმობ“, – აცხადებს რომან აბრამოვიჩი.

რუსმა ოლიგარქმა, ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა და მის მართვაშიც უშუალოდ ჩაერთო.

დიდ ბრიტანეთში დაიწყეს რუსი ოლიგარქების სანქცირება. სანქცირებულთა სიაში ჯერჯერობით არ მოხვედრილა რომან აბრამოვიჩი, თუმცა მის წინააღმდეგ ზომების გატარებას ბრიტანელი პოლიტიკოსების ნაწილი მოითხოვს.

LB loan image desktop LB loan image mobile