14 ივნისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე, რომელიც უნგრეთთან თამაშამდე გაიმართა, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან Coca-Cola-ის ბოთლები გვერდით გადადგა და წყლის ბოთლი დაიტოვა. მან ხალხს მოუწოდა, რომ დალიონ წყალი.
The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდარს დაემთხვა Coca-Cola-ის აქციების 4 მილიარდი დოლარით შემცირება. გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ Coca-Cola-ის საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
მომდევნო დღეს კომპანიამ განაცხადა, რომ „ყველას აქვს უფლება დალიოს ის, რასაც უპირატესობას ანიჭებს, თავისი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით“. Coca-Cola ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია.
16 ივნისს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაგიდიდან ლუდის, Heineken-ის ბოთლი გადადგა.