„როსავიაციამ" რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა

პუბლიკა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში;
  • ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში;
  • ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით;
  • ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით;
  • კრასნოდარიდან თბილისამდე;
  • ბათუმი და ქუთაისი;
  • მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით;
  • „მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში;
  • მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში’;
  • ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში;
  • პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით;
  • დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში;
  • სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით;
  • სოჭიდან თბილისამდე;
  • ბათუმი და ქუთაისი;
  • ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით;
  • უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით;
  • ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში;

გარდა ამისა, საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა დაიწყოს ავიაკომპანია „როსიამ” (სოჭი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 7-ჯერ) და „იამალმა“ (ტიუმენი-თბლისი და ტიუმენი ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ). ავიაგადამზიდებს რუსეთის სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.