როთი: „აგენტების კანონი" უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ

პუბლიკა

გერმანელი პოლიტიკოსი და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაელ როთი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიციირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის დღის წესრიგიდან სამუდამოდ უნდა მოიხსნას.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” ფუნდამენტურად არასწორად გაიგო რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოხატვა და არა ჯილდო. „აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირება ანგრევს ნდობას და ის უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ”, – წერს ის.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.